Another advertisement
“არალეგალური სომხური შეიარაღებული ნაწილების პოზიციებიდან გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია”, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
მეთაურის თქმით, მათ მიიღეს აზერბაიჯანის პირობები და უკვე დაიწყეს იარაღის ჩაბარება.
“ვინ ისარგებლა ამ სიტუაციით? ბოლოს და ბოლოს, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სომხეთის ხელმძღვანელობას, მათ მფარველებს, გამოვხატეთ ჩვენი სამართლიანი შეშფოთება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკანონოა და ეს უნდა შეწყდეს. ჩვენ ვამბობდით, რომ უკანონო ხუნტას რეჟიმმა უნდა დატოვოს ჩვენი მიწა, დაკეცოს თავისი დახეული დროშები და ჩაიდოს ჯიბეში. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.