This is a specific ad

პატარა ლაზარეს ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს

36

Another advertisement

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს, რომ  მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ბავშვის ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს.

„სამწუხარო ამბავი მოხდა ოზურგეთში, 2 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა. ვიცი, რომ ყველანი ნერვიულობთ და განიცდით მომხდარს. ჩვენ ჩართული ვართ და ოჯახთან, ექიმებთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასახმარებლად. ექიმებმა კი მაქსიმუმი შეძლეს და როგორც ვიცით, უკვე პროგნოზი საიმედოა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მხარდაჭერისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის. სახელმწიფო ოპერაციას სრულად დააფინანსებს!

კარგია, რომ პარლამენტმა უკვე მოახდინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც უფრო ეფექტურად დაარეგულირებს ძაღლების მოვლა-პატრონობას და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას დააწესებს ძაღლების მიტოვებაზე. კანონი უნდა იყოს მკაცრი იმ პირების მიმართ, რომლებიც უკონტროლოდ ამრავლებენ ძაღლებს კომერციის მიზნით, ან თავის მეგობარ ცხოველებს ყრიან ქუჩებში და ტყეებში!  წმინდა ბარბარე გვფარავდეს“-წერს ის.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
Öncəki yazı
თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია