This is a specific ad

პარლამენტში 28 ნოემბრიდან გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა

43

Another advertisement

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების ცვლილების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, პარლამენტის შენობაში 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან გაუქმებამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა.

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად მოქმედებდა. 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან, მის გაუქმებამდე მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
Dekabr ayı bu bürc nümayəndələri üçün xüsusi olacaq
Öncəki yazı
Parlamentdə mühafizənin qırmızı səviyyəsi ləğv edilib, sarı səviyyə elan edilib