Another advertisement
პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა პლენარულ სხდომაზე დაიწყო.
სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, დაგეგმილია კენჭისყრა, რომლითაც, სავარაუდოდ, დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ.
სესიას ოპოზიციონერი დეპუტატები ესწრებიან, რომლებიც კანონპროექტთან დაკავშირებით თავიანთ აზრს აფიქსირებენ.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი, ხელმოსაწერად, პრეზიდენტს გადაეგზავნება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ მას დოკუმენტი გადაეგზავნება, ვეტოს დაადებს.