This is a specific ad

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

26

Another advertisement
თბილისში იმყოფება ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების [გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის] თავმჯდომარეთა დელეგაცია.
⭕️პაპუაშვილი ამბობს, „ამ ჯგუფმა“ მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვა, რაზეც უარი უთხრა – მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე მათ არამეგობრულ დამოკიდებულებასა და საქართველოს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს.
📌„არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, ნამდვილად გამაკვირვა დელეგაციის ზოგიერთი წევრის განზრახვამ, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საპარლამენტო ხელმძღვანელობას, მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულებისა”.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რამდენიმე ქვეყნის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათი მიზანია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რადიკალური ოპოზიცია კი ტაშს უკრავს, ქვეყნის მტერია, ვინც ამაზე საუბრობს – იონათამიშვილი
Öncəki yazı
ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ მოვიპოვოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან – სალომე ზურაბიშვილი