Another advertisement
საქართველოში სადაზღვევო პროდუქტები გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში ჯანმრთელობის დაზღვევა წლიურად საშუალოდ 13%-ით იყო გაძვირებული, ხოლო თვიურ ჭრილში 8.7%-ით.
სადაზღვევო კომპანიებში პოლისების გაძვირების მთავარ მიზეზად სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე გაზრდილ ფასებს ასახელებენ.
კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ მათ შემთხვევაში პოლისებზე ფასების ზრდის ტემპი უფრო დაბალია.
ცნობისთვის, კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში 735 061 მოქმედი პოლისი იყო.