This is a specific ad

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი საზღვარგარეთ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს – ირაკლი ღარიბაშვილი

52

Another advertisement

ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად შევიმუშავეთ ჩვენ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი საზღვარგარეთ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს, სრულად დაფარავს ბიუჯეტი ამ ხარჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაზრდილია დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

ჩვენ ასევე გავზარდეთ დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, გასულ წელს სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში.

დღეს დიალიზის სევრისი ხელმისაწვდომი არის უკვე 39 დაწესებულებაში და იგეგმება კიდევ 12 სერვისცენტრის დამატება.მთავრობის დადგენილებით, რამდენიმე დღის წინ, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული ოპერაცია ასევე სრულად დაფინანსდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო ასევე უკვე აფინანსებს ასევე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას და ვგეგმავთ ამ პროგრამის გაფართოებას.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ვალდებულებას, მე მიდნა გითხრათ, რომ უკვე აღვნიშნე, რომ ხარისხი რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, აუცილებელი არის, რომ გაუმჯობესდეს მონიტორინგი, დავეხმაროთ მეტად კლინიკებს, მოხდეს მათი შემოწმება, ზოგადად ხარისხის ამაღლება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩვენი მთავრობისთვის.

მთავრობის მიერ პარლამენტს უკვე წარედგინა, მოგეხსენებათ კარგად და მადლობა კიდევ ერთხელ პარლამენტს, ჩვენს გუნდს, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც უკეთ დაარეგულირებს სამედიცინო-ფარმაცევტულ საქმიანობას. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი, მე ვიცი რომ აქტიური მუშაობა გაიმართა სამინისტროს და კომიტეტებს შორსი და შეჯერებულ იქნა კომპრომისული, შეიძლება ასე ითქვას, ვერსია რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ზოგადად სერვისებს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Onkoloji diaqnozu olan bütün uşaqlar dövlətin maliyyəsi ilə xaricdə tam müalicə alacaqlar
Öncəki yazı
Torpaqların sistemli qeydiyyatı dəvam edir