სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომელი, დავით კ. სოფელ ახმაჯში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ადგილობრივ მედია საშუალებები იუწყებიან:
“დაკავებული საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა შესაბამისი საგამოძიებო უწყებებში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და გადაწყდება, დაეკისრება თუ არა მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება.”
დე ფაქტო ადმინისტრაციის და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს, ასევე პედაგოგებს ე.წ სამგზავრო საშვს დე ფაქტო “კაგებე” არ აძლევს.
როგორც ირკვევა, დაკავებულს არ ჰქონდა საშვი და დე ფაქტო რესპუბლიკა ე.წ სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით დატოვა, უკან დაბრუნებული კი დააკავეს.