სოხუმში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია არ წყდება. ამის შესახებ DNAbkhazia იუწყება.
„ღამეს ამოფარებულმა პარლამენტმა, უამრავი კანონის დარღვევით, აჩვენა, რომ ხელისუფლების ინტერესები კანონზე და ხალხის ნებაზე მაღლა დგას“, – აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
მათი თქმით, არავინ დაშლას არ აპირებს და საპროტესტო აქციები გაგრძელდება.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. კენჭისყრა 27 დეკემბერს დილით ადრე გაიმართა.
აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა სახალხო დამცველმა ასიდა შაკრილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.
pia.ge