This is a specific ad

ოკუპაციის გამო პაკისტანმა არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან, ჩვენ ვართ ძმები, მეგობრები, მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ყველა საკითხსა და საერთაშორისო მნიშვნელობის საქმეში – ილჰამ ალიევი

59

Another advertisement

ჩვენ ვართ ძმები, მეგობრები, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ყველა საკითხში, ყველა საერთაშორისო მნიშვნელობის საქმესა და საერთაშორისო ინსტიტუტში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, პაკისტანში ვიზიტის დროს განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს პაკისტანს ჯამუ და ქაშმირის საკითხში და აზერბაიჯანი ყოველთვის ქაშმირელების გვერდით იქნება.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დროს პაკისტანი ყოველთვის აზერბაიჯანის მხარეს იდგა.

„ჩვენ, მთელმა აზერბაიჯანელმა ხალხმა კარგად ვიცით, რომ ოკუპაციის დროს პაკისტანი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომელიც ყოველთვის მხარს გვიჭერდა. პაკისტანის მაღალი თანამდებობის პირების ცალსახა განცხადებებმა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად, ისევე, როგორც მათმა პოლიტიკურმა მხარდაჭერამ ჩვენი ქვეყნის სამართლიანი პოზიციისთვის ყარაბაღის მეორე ომის – სამამულო ომის დროს, მოგვცა დამატებითი ძალა. ოკუპაციის გამო პაკისტანმა არ დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან. 2020 წლის ნოემბერში გამარჯვების დღესასწაულზე ჩვენს ხალხს ხელში აზერბაიჯანის, პაკისტანისა და თურქეთის დროშები ეჭირა. ეს ჩვენს ურთიერთობას უნიკალურს ხდის. ჩვენი დღევანდელი დისკუსია, რომლის მიზანიც იყო ამ ურთიერთობების პრაქტიკული პროექტებით შევსება, ასევე ამ საძირკველზე იყო აგებული”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

თავის მხრივ, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამად შახბაზ შარიფმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვება სამართლიანობის ტრიუმფის მაგალითია.

„მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში პაკისტანი ყოველთვის მხარს უჭერდა თქვენს პოზიციას. ანალოგიურად, ჩემო ძვირფასო ძმაო, თქვენ ყოველთვის მხარს უჭერდით ქაშმირელთა საქმეს, იმ მილიონობით ადამიანს, რომელთაც შვიდი ათწლეულის მანძილზე უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს თვითგამორკვევის უფლების მისაღწევად გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად. აზერბაიჯანი ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან, თურქეთთან ერთად, ერთ-ერთი მეგობარი, მოძმე ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს ქაშმირის საქმეს“, – განაცხადა პაკისტანის მთავრობის ხელმძღვანელმა.

პაკისტანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პაკისტანის მთავრობასთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააფორმა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
თურქეთის ამოცანაა, გახდეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მუდმივი წევრი – რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Öncəki yazı
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში