ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მარნეულში

9

21 მარტს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა საზეიმოდ აღნიშნეს, მათი ეროვნული დღესასწაული, ნოვრუზ ბაირამი. ამ დღეს გაერომ საერთაშორისო სტატუსი მიანიჭა.

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე; თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ალი კაან ორბაი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმმადგენლები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიება მარნეულში, მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, მერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა.

სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვთ წარსდგნენ, პარლამენტში ქვემო ქართლის წარმომადგენლები, ინტელექტუალები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების გამოსვლის შემდეგ, სადღესასწაულო ზეიმი სხვადასხვა საინტერესო პროგრამით გაგრძელდა, რომელიც შედგებოდააზერბაიჯანულიი ეროვნული ცეკვებით, მუსიკალური ნომრებით, სპორტული და კულტურული წარმოდგენებით. გამოფენილი იყო ხელაკეთი ნვთები და მოწყობილი იყო ეთნოკუთხე, სადაც წარმოდგენიი იყო აზერბაიჯანული ეთნოსისთვის დამახასიათებელი ნაკეთობები.

“საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი, მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს და ყველა მონაწილეს ჩვენი ორგანიზაციისა და საზოგადოების სახელით, ჩვენი ხალხის კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების დაფასებისთვის.” – აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ხელმძღვანელი, ჰუსეინ იუსუბოვი QafqazTurk მედიასთან ინტერვიუში.

 

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstan – Yunanıstan matçının biletlərinin satışına martın 23-də başlanacaq-Ətraflı:
Öncəki yazı
Gürcülər sürətlə ölkəni tərk edir