საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 266.70 მილიონი დოლარი, ანუ 729.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9.6%-ით, ანუ 28.3 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა სექტემბერში თითოეულზე ერთ მილიონ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.
გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – 50.05 მილიონი დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია 45.16 მილიონი დოლარით, მესამე ადგილს 29.76 მილიონი დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია 23.77 მილიონი დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი 21.46 მილიონი დოლარით.