This is a specific ad

„ნებისმიერი ადამიანი მას შემდეგ მოხვდება საპარლამენტო სიაში, რაც მოაწერს ხელს ამ განაცხადს“ – რა ინიციატივით გამოდის კოალიცია „ცვლილებებისთვის“

62

Another advertisement

კოალიცია “ცვლილებებისთვის” გამოდის ინიციატივით, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელმოწერით დაადასტუროს, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში, “ქართულ ოცნებასთან” არ ითანამშრომლებს.

“საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ჩვენი სამშობლოს ევროპული ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების ინტერესებში, კოალიცია “ცვლილებისთვის” პარლამენტში არჩეული არც ერთი წარმომადგენელი არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ავტორიტარულ რეჟიმთან, რასაც ვადასტურებ ჩვენი ხელმოწერებით.

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ჩავთვლით, რომ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, მხოლოდ მას შემდეგ მოხვდება საპარლამენტო სიაში, რაც მოაწერს ხელს ამ განაცხადს”, – აცხადებს პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე და “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ნიკა გვარამია.

კოალიციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ეს პირობა მედიის წინაშე ხელმოწერით დაადასტურეს. მათი განცხადებით, ოპოზიციის ამ შეთანხმებით, მმართველი გუნდი ვეღარ შეძლებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას.

“ყველა არჩეული პარლამენტის წევრი საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირებს პირობას, რომ არ ითანამშრომლებს ბიძინა ივანიშვილთან და “ქართულ ოცნებასთან” მთავრობის ფორმირებაში. მომავალი მთავრობა იქნება ქართველი ხალხის ნების პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა”, – აცხადებს პარტიის “დროა” თავმჯდომარე და “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი ელენე ხოშტარია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს – პიტერ სტანო
Öncəki yazı
Yeni virusların yaranmasına səbəb odur – Qeyts