This is a specific ad

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია – რა განცხადებას ავრცელებს შსს

65

Another advertisement

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული თ.ა., 1982 წელს დაბადებული ს.მ., 1986 წელს დაბადებული ს.ა., 1974 წელს დაბადებული დ.ს., 1986 წელს დაბადებული ა.შ., 1985 წელს დაბადებული ლ.პ. 1994 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული ზ.ბ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1979 წელს დაბადებული ი.მ. და 1979 წელს დაბადებული თ.კ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ა., 1996 წელს დაბადებული ნ.ლ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 2000 წელს დაბადებული კ.ლ., 1981 წელს დაბადებული შ.მ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, “მეტამფეტამინი”, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“ და „ალფა პვპ“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Cinayət, Maraqlı
Sonrakı yazı
2030 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებამ უნდა გადააჭარბოს მოხმარებას და დარწმუნებული ვარ, ამ ამბიციურ მიზანს წარმატებით მივაღწევთ – ირაკლი კობახიძე
Öncəki yazı
გერმანიამ სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში სახმელეთო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლი დააწესა