Another advertisement
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
ნალექის მატებასთან დაკავშირებით 112 მოქალაქეებს სმს შეტყობინებებს უგზავნის და აფრთხილებს.
„9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“,- ნათქვამია შეტყობინებაში.