Another advertisement
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.