Another advertisement
ფრანგული ბრენდის Jules Robin & Co მიერ 1696 წელს შექმნილი კონიაკი, დღემდე შემონახულებიდან ყველაზე ძველად აღიარეს. ინფორმაციას გინესის რეკორდების წიგნი ავრცელებს.
კონიაკი მე-17 საუკუნის ბოლოს იყო დისტილირებული, ბოთლებში კი ის 1880-1890 წლებში ჩამოასხეს. სპეციალისტებმა ამ კონიაკის შესახებ დიდი ხანია იციან, თუმცა მისი ასაკის დადასტურება მხოლოდ ახლა შეძლეს.
დღემდე შემონახული ეგზემპლარის მფლობელი Jules Robin & Co-ს დამფუძნებლის შვილიშვილი იყო. ფინანსური პრობლემების გამო, 1950 წელს მან ბოთლი გაყიდა. დღეს მსოფლიოს უძველესი კონიაკი ნიდერლანდელ ლარს იანსენს ეკუთვნის. ბოთლი მან 2018 წელს, 142 ათას ევროდ შეიძინა.
ბოთლი იდეალურ მდგომარეობაში არის შემონახული და დღემდე ორიგინალური საცობით არის დალუქული.