This is a specific ad

მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

42

Another advertisement

ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი, ელისო პაჭკორია ავრცელებს.  68 წლის მსახიობი, ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა.

„გაფრინდა ანგელოზებთან ჩვენი უკეთილშობილესი ტრისტან სარალიძე. ნეტავ იქ თეატრი არის?
ეს რა გააკეთე შე უხსენებელო სიკვდილო“, – წერს ელისო პაჭკორია.

„მშვიდობით ჩემო ტკბილო მეგობარო, ძალიან მატკინე გული! წავიდა ჩვენი ძმაკაცი, ტრისტოც! მიყვარხარ და მადლობა!“, – წერს ედმონდ მინაშვილი.

ტრისტან სარალიძე წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრში თამაშობდა. ასევე, მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა “სიყვარული ყველას უნდა”, “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, “სიყვარული ვენახში”, “მონანიება” და ა.შ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” შესახებ ვეტოს დღეს განიხილავს
Öncəki yazı
ამინდი ისევ გაუარესდება – ნახეთ, სინოპტიკოსების გაფრთხილება