Another advertisement
მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო, “რია ნოვისტი” იუწყება, თვითმფრინავზე მხოლოდ ეკიპაჟი იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია.
ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავი, შეკეთების შემდეგ, ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა. ეს მგზავრების გარეშე პირველი რეისი იყო.
თვითმფრინავი ერთ-ერთ სამოქალაქო ავიაკომპანიას ეკუთვნის.