This is a specific ad

მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზში სროლისა და ხანძრის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა

48

Another advertisement

მოსკოვის ცენტრში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულ სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებული “ტელეგრამ არხი” “112” ავრცელებს.

ოფიციალური წყაროებიდან დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხი ჯერ არ გაჟღერებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ხუთამდე სპეციალურ ფორმებში გამოწყობილმა შეიარაღებულმა ადამიანმა მოსკოვის ცენტრში, საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნეს, რის შემდეგაც ყუმბარა ან ცეცხლგამჩენი ბომბი ისროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

რუსული გამოცემა “მედუზას” ცნობით, ხანძრის ფართობი შესაძლოა სამი ათას კვადრატულ მეტრს მოიცავდეს. ადგილზე სამართალდამცავი და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

 

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Emin Ağalarov “Crocus City Hall”a gedib
Öncəki yazı
Rusiya XİN-dən Moskvada baş vermiş terrorla əlaqədar BƏYANAT