This is a specific ad

“მორიგი პროვოკაციაა” – მამუკა ხაზარაძე ლავროვის განცხადებაზე

52

Another advertisement

რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებას “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე “მორიგ პროვოკაციად” აფასებს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, რუსეთი ცდილობს საქართველოში შექმნას ილუზია, თითქოს რაღაცის დაბრუნებას ან დარეგულირებას ცდილობს.

 

ამასთან, მამუკა ხაზარაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” რუსული ხელისუფლებაა ის არჩევნებზე აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ეს არის რიგითი პროვოკაცია, რომელიც განსაკუთრებით თავს იჩენს ხოლმე, როცა არჩევნებია. ასეთი განცხადება ვითომ „ქართულ ოცნებას“ ეხმარება, ეიფორია შეიქმნას, თითქოს რუსეთი რაღაცას დააბრუნებს ან დაარეგულირებს.

 

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა ჩვენ არა მარტო ტერიტორიები წაგვართვა, არამედ ადამიანების სიცოცხლე. რუსეთი დღეს სისხლისმღვრელ ბრძოლას და ომს აწარმოებს უკრაინელების წინააღმდეგ, ამიტომ, სანამ ეს ყველაფერი არ დაინგრევა – ცრუ პროპაგანდა და ადამიანები არ გამოფხიზლდებიან, რომელსაც კიდევ სჯერათ რაღაც ილუზიების, აქ, ჩვენ წინსვლა არ გვექნება. ამიტომ ჩემი შეფასება არის ზუსტად ისეთივე, როგორც შარშან, შარშანწინ, გასულ წლებში და ბოლო 33 წლის განმავლობაში იყო, როცა რუსეთმა საქართველოს 20%-ი დაიპყრო და იმ დღიდან ყველა ვამბობთ, რომ რუსეთი არის აგრესორი და ომის გამომწვევი.

 

პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება საქართველოში. ისინი რუსეთს ეწევიან და ემსახურებიან, ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია მკაფიოდ ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ „ლელო“ და ახლა უკვე „ძლიერი საქართველო“, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ხელისუფლებიდან რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ – „ქართული ოცნების“ სახით. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აღარ ვლაპარაკობთ იმ დაპირებების არ შესრულებაზე, რომლებითაც ისინი 12 წლის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას, ჩვენ ვსაუბრობთ იმ იზოლაციონალისტურ პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ის, რომ პრაქტიკულად, ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს თითქმის ჩამოაშორეს, მაგრამ ამ ხელისუფლების მხრიდან ეს ჩამოშორება არის დროებითი, ასევე, აშშ-მ ჩამოიშორა. თქვენ ნახეთ, რომ არცერთი კარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან და პოლიტიკოსებთან აღარ იხსნება, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამოცანა არის ძალიან კონკრეტული, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა საქართველოში რუსული ხელისუფლება უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
Öncəki yazı
“Fənərbağça”nın futbolçusunun güllələnməsinin Gürcüstandan sifariş olunduğu iddia edilir