Another advertisement
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, პარალელურად კი ამომრჩევლები რეფერენდუმის შეკითხვას პასუხობენ, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტუციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით.
ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. თუ ასეთ მხარდაჭერას ვერც ერთი კანდიდატი მიიღებს, ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, პრო ევროპელი მაია სანდუ.