მკვლელობა დმანის მუნიციპალიტეში – 18 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის მოზარდია დაკავებული

57

Another advertisement

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 15 წლის მოზარდი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს რაც სასჯელის სახეთ თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-იდან 15-წლამდე ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსი ფერდობიდან გადავარდა – დაიღუპა 38 ადამიანი
Öncəki yazı
მარნეულში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.