This is a specific ad

მკვეთრი ვარდნის შემდეგ ხორბლის ფასი კვლავ იზრდება.

24

Another advertisement

ჩიკაგოს სასურსათო ბირჟაზე ხორბლის ფასი, ვარდნის შემდეგ, კვლავ იზრდება. რუსეთის მიერ ხორბლის შეთანხმებიდან გამოსვლის შემდეგ, 25 ივლისს ხორბლის ფიუჩერსულმა ღირებულებამ თითქმის 6-თვიან მაქსიმუმს, 760 დოლარს მიაღწია უნციაზე. 25 ივლისიდან 17 აგვისტომდე პერიოდში კი 22.5%-ით, 589.5 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, ახლა კი ისევ იმატებს და 2-დღიან შუალედში 8%-ით, 50 დოლარითაა მომატებული.

აშშ-ს ძალისხმევა, გაზარდოს სურსათის ექსპორტი დუნაის პორტებით, განცალკევებულია გაეროს და თურქეთის სამუშაოსგან მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად, რომელიც გულისხმობს გემების გადაადგილებას უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სტამბულში. მარცვლეულის გარიგება, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს შავ ზღვაზე და პირობების შექმნას სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქების რუსეთიდან ექსპორტისთვის, დაიდო 2022 წლის 22 ივლისს სტამბულში და მას შემდეგ რამდენჯერმე გაგრძელდა. 2023 წლის 17 ივლისს რუსეთმა უარი თქვა ამ ინიციატივაში მონაწილეობის გაგრძელებაზე, რადგან მათი მტკიცებით, სხვა მხარეებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები შეთანხმებების იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა რუსული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე მიწოდებას.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ელექტრონული კომერციის ბაზარი საქართველოში სწრაფი ტემპით იზრდება“ – „თიბისი კაპიტალი.
Öncəki yazı
Gürcüstanın ilk üç ixrac ölkəsi Ermənistan, Azərbaycan və Rusiyadır