This is a specific ad

მისტიური ნასოფლარი ყაზბეგში, სადაც 2002 წლიდან უკვე აღარავინ ცხოვრობს – რომელი გვარის ხალხი ცხოვრობდა ბურმასიგში, სადაც განსაკუთრებით მკაცრი კლიმატია.

90

Another advertisement

.ბურ­მა­სი­გი (ბურ­მა­ხე­ვი) – ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უკვე ნა­სოფ­ლა­რად ქცე­უ­ლი და­სახ­ლე­ბა ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში, ზღვის დო­ნი­დან 2350 მეტ­რი, სტე­ფან­წმინ­დი­დან 41 კი­ლო­მეტ­რი… 2002 წლი­დან სო­ფელ­ში უკვე აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს” – ამ წარ­წე­რით უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და… ეთ­ნო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი სო­ფელ ბურ­მა­სიგ­ზე გვი­ამ­ბობს… – ბა­ტო­ნო მი­რი­ან, რო­დი­დან მო­იხ­სე­ნი­ე­ბა ეს სო­ფე­ლი ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში? – ეს სო­ფე­ლი თრუ­სოს ხე­ო­ბა­ში, მდი­ნა­რე თერ­გის სა­თა­ვე­ში, მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე მდე­ბა­რე­ობს… ფერ­დზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­გე­ბო­ბაა. სა­ხელ­წო­დე­ბა ოსურ ენა­ზე გა­მო­ით­ქმის, რო­გორც ყვი­თე­ლი კოშ­კი, რაც მის შე­ფე­რე­ი­ლო­ბა­ზე ზუს­ტად აი­სა­ხე­ბა. ეს კომ­პლექ­სი მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი­საა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სი­პის ქვე­ბი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში იყე­ნებ­დნენ. სი­პის ქვა კლდის ნა­შა­ლის­გან კეთ­დე­ბა და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში დუ­ღა­ბის გა­რე­შე იყე­ნებ­დნენ… ისე­ვე რო­გორც ხევ­სუ­რეთ­ში, თუ­შეთ­ში, აქაც ეს ნა­გე­ბო­ბა დუ­ღა­ბის გა­რე­შეა ნა­შე­ნე­ბი… ზუს­ტი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი არ არ­სე­ბობს, თუ რო­დის აიგო ეს შე­ნო­ბა. თუ ანა­ლო­გი­ურ ვა­რი­ან­ტებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, მეჩ­ვიდ­მე­ტე-მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში უნდა იყოს აშე­ნე­ბუ­ლი. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ერ­თობ­ლი­ვად წარ­მო­ად­გენს სა­ცხოვ­რე­ბელ და თავ­დაც­ვის ტი­პის ნა­გე­ბო­ბას, დედა-ციხე, ანუ მთა­ვა­რი და­სა­ცა­ვი კოშ­კის კომ­პლექ­სი და სო­ფელ­ში არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე კოშ­კი, სა­დაც გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბა, სა­ქონ­ლის სად­გო­მიც. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, არ­სე­ბობს მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რის დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი… 1801 წელს, რო­დე­საც რუ­სე­თის იმ­პე­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და, მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­წე­რა და­ი­წყეს და ამ აღ­წე­რის მი­ხედ­ვით 1802-1803 წელ­ში დგინ­დე­ბა, რომ ამ ციხე-ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ექ­ვსი კომ­ლი ცხოვ­რობ­და… მთე­ლი მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მეა აღ­წე­რი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ცხრა კომლს უცხოვ­რია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე..

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ტურიზმი საქართველოში – გაამართლა თუ არა სეზონმა?
Öncəki yazı
რა უნდა ვიცოდეთ ცნობილ დიეტაზე, რომელსაც 18 საათიან ინტერვალურ შიმშილს ეძახიან – რა გვერდითი ეფექტები აქვს და რამდენ ხანს შეიძლება მისი დაცვა: ინტერვიუ ნატა გაგუასთან.