Another advertisement
სულ მცირე 7 მკვლელობისა და სხვა მძიმე ძებნილი ლაერტ ჰაჯიუ საბერძნეთის პოლიციამ დააკავა და ახლა მას ალბანეთში ექსტრადაციისთვის ამზადებენ.
მედიის ინფორმაციით, დანაშაულების უმეტესობა მას და მის დაჯგუფებას სწორედ ალბანეთში აქვთ ჩადენილი. Top Channel-ის ინფორმაციით, ჰაჯიუ დაკავებისას ქართული საბუთები აღმოაჩნდა, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს დოკუმენტაცია ყალბია.
ოფიციალურმა ტირანამ საბერძნეთს უკვე გაუგზავნა დამნაშავის ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუმენტები.