• 20 Fevral 2025 02:16

QafqazTürk

Gürcüstanda və dünyada baş verən ən son hadisələri bizdən xəbər alın

მიირთვით რაც შეიძლება მეტი პომიდორი

ByNiyazi Yusubov

Noy 15, 2023
Another advertisement

პომიდვრის უნიკალურობას, საუცხოო გემოს გარდა, მისი სასარგებლო თვისებებიც განაპირობებს. რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. პომიდორში წარმოდგენილია შაქრები (გლუკოზა და ფრუქტოზა), A, B, B2, B6, B9, C, E, K, PP ვიტამინები და ბეტა-კაროტინი, ორგანული ვაშლის, ლიმონისა და ღვინის მჟავები, ორგანული მფრინავი სპირტი და ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, თუთია და გოგირდი მანგანუმთან ერთად.პომიდორი ამაღლებს გუნება-განწყობას პომიდორი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელების პროცესს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში და ზრდის ჰემოგლობინის დონეს. გარდა ამისა, ის არეგულირებს ნერვული სისტემის ფუნქციობას. პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება-განწყობას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ.