მზის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება

1

ეკონომიკის სამინისტროში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარსა” და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს შორის ხელშეკრულება გაფორმდა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარის” დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ ,,მასდარის,, წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის პირველმა მოადგილემ,  რომეო მიქაუტაძემ. შეხვედრას და ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მუნირა ალმარზოოქი.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მზის ახალი ელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება, შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.მასდარის” დირექტორის,  მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით, პროექტი, რომელსაც კომპანია საქართველოში  პარტნიორებთან ერთად ახორციელებს,  საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია.

მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების პერსპექტივას ვხედავთ “- აღნიშნა ,,მასდარის” დირექტორმა მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰმა.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რეკორდულად გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება და მისი ექსპორტი, აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება – რომეო მიქაუტაძე
Öncəki yazı
დღეიდან გარკვეულ საათებში, დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება