This is a specific ad

“მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, პარლამენტში მინდა რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს!-ნიკა გვარამია

45

Another advertisement
“პოლიპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, პირველივე წუთებში საზოგადოებას ვამცნე ჩემი დამოკიდებულება, რომ მივდიოდი ტელევიზიიდან და ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის ომ ბიძინა ვანიშვილი შეცვლილიყო და ხალი ადამიანები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ახალ დამანებში ვგულისხმობ არამხოლოდ ახალ თაობას, არამედ იმ ხალხს ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და ვისაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა და ვისაც არ ამძიმებს წარსული შეცდომები თუნდაც და ამ მხრივ უპირატესობას არ აძლევს “ოცნების” პროპაგანდას.
დღეს მივიჩნევ, რომ ერთი ნაწილი ჩემი დაპირებისა საზოგადოებისადმი არის შესრულებული. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია “ახალი”, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც შეუძლია ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები არ არის. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ გირჩი და დროა, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენ ვიზიარებთ მათ დამოკიდებულებებს და დღეს ჩვენი ოთხეული და ჩვენი გუნდები არის ის ხალხი, ვინც ჩემთვის უკიდურესად კომფორტულია, ვისშიც მე სრულად დარწმუნებული ვარ ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულების თვალსაზრისით და ვისაც ვენდობი ბოლომდე.
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიმაჩნია რომ უნდა დავრჩე კოალიციის ლიდერად და ყველაფერი უნდა გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის შეცვლისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის პარლამენტში მინდა რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს!” | ნიკა გვარამია
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
24 სექტემბერს, სოფელ კრწანისში, “კრწანისობის” დღესასწაული აღინიშნა
Öncəki yazı
„თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება