This is a specific ad

მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს 99 სპორტსმენი წარადგენს, მათგან 2 ეთნიკურად აზერბაიჯანელია

97

Another advertisement

საქართველოდან მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტის 16 სახეობაში : (მშვილდოსნობა, მხატვრული ცურვა, მძლეოსნობა (გუნდური), კრივი, კანოე სპრინტი, წყალში ხტომა, ფარიკაობა, ძიუდო (გუნდური), კიკბოქსინგი, ტაილანდური კრივი, თანამედროვე ხუთჭიდი, შვიდკაცა რაგბი, ტყვიის სროლა, ტაეკვონდო, კარატე, მაგიდის ჩოგბურთი) იასპარეზებს 99 სპორტსმენი. მათ შორის 2 ეთნიკურად აზერბაიჯანელია: მოკრივე საჰილ ალავერდიევი და კიკბოქსიორი ემილ ხალილოვი.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. რიგით მესამე თამაშებს კი 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი უმასპინძლებს.

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
Polşa Seymi Ukraynanın NATO-ya üzvlüyünü dəstəkləyən qətnamə qəbul edib
Öncəki yazı
Gürcüstanı III Avropa Oyunlarında 99 idmançı təmsil edəcək, 2-si azərbaycanlıdır