მერიამ იმ კომპანიასთან, რომელმაც დედაქალაქში ახალი წლის ღამეს გალაკონცერტი უნდა გამართოს, კონტრაქტი 25 დეკემბერს ტენდერის გარეშე გააფორმა. 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო შპს Smart Event-თან.
ხელშეკრულების პირობებში წერია ყველა დეტალი, მათ შორის შემსრულებლების ვინაობა და მათი ჰონორარის ოდენობა. შემსრულებელთა ჰონორარი დაანგარიშებულია “პოზიციების” შესაბამისად.
ახალი წლის ღამეს იმღერებენ:
ნატო მეტონიძე;სტეფანე და სტეფანია (მღებრიშვილები);ეკა მამალაძე;ნუკრი კაპანაძე;ეკა კახიანი;ლიზა ბაგრატიონი;ნატა ქუთათელაძე;დათო ალადაშვილი;ნიკა კოჩაროვი;ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი;მაია ჯაბუა;გიორგი მახარაშვილი;სოფო გელოვანი;მარიამ ებრალიძე;ანრი ჯოხაძე;ანა დოიაშვილი;საბა მიქელაძე;ნინა სუბლატი;ლიკა სირაძე;სანდრო მოსეშვილი;საბა ჩაჩუა;თინათინ დათიკაშვილი;მარიამ როინიშვილი;კონსტანტინე ყიფიანი;ნიკოლოზ ქაჯაია.
ასევე ანსამბლები:
“ერისიონი”;”შვიდკაცა”;”მართვე”;გორის გოგონათა გუნდი.
გარდა ამისა, დაუკრავს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით, ყველაზე დიდი ჰონორარს – 56 000 ლარს მიიღებს. 20 000-ლარიან ჰონორარს მიიღებს „ერისონი“; რეჟისორის ჰონორარიც 20 000 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულების თანხაში გათვალისწინებულია წამყვანების, სცენარისტების, რეჟისორების ჰონორარები და ასევე სხვადასხვა საჭირო რეკვიზიტი.