This is a specific ad

მედიის ცნობით, ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს

79

Another advertisement

„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, ისრაელის არმია „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ისრაელმა დაამონტაჟა სატუმბი სისტემა, რათა დატბოროს გვირაბები, რომლებსაც ღაზის სექტორში „ჰამასის“ წევრები იყენებენ.

როგორც გამოცემა წერს, ისრაელი ამ გზით შეეცდება, გვირაბებიდან მებრძოლებს გამოსვლა აიძულოს. „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ისრაელის არმიამ, სულ მცირე, ხუთი სატუმბი დაამონტაჟა იძულებთ გადაადგილებული პირების ბანაკ აშ-შატის ჩრდილოეთით.

გამოცემის ინფორმაციით, ათასი კუბური მეტრი წყლის გვირაბებში გაშვების შემთხვევაში, მთელი ქსელის დატბორვა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ისრაელის არმიამ „უოლ სთრით ჯორნალის“ სტატიაში მოყვანილი გეგმის დეტალებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა ისრაელელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ „ისრაელის არმია მუშაობს, რათა გაანადგუროს „ჰამასის“ ტერორისტული პოტენციალი და ამისთვის სხვადასხვა სამხედრო, ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს“.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Marneuli bələdiyyəsinin yerli özünüidarəsi Candar qəsəbəsində və Beytərəfçi kəndində parkın salınması üçün tender elan edib
Öncəki yazı
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება