Another advertisement
მეგი გოგიტიძეს ვლადიკავკაზში დაგეგმილი კონცერტი გაუუქმეს.
მეგი გოგიტიძისა და დავით კენჭიაშვილის კონცერტები ვლადიკავკაზის ერთ-ერთ რესტორანში 16 და 25 აგვისტოს იყო დაგეგმილი, რასაც დროებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოქალაქეებისა და ე.წ. პოლიტიკოსების პროტესტი მოჰყვა. დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ოპოზიციის თქმით, “სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის 15 წლისთავზე [იგულისხმება 2008 წლის ომი] ასეთი კონცერტის დაგეგმვა მკრეხელური და დამცინავია”.
ჩრდილოეთ ოსეთში განაცხადეს, რომ რესტორნის მეპატრონემ გაითვალისწინა დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების თხოვნა და კონცერტები გააუქმა.