This is a specific ad

მარნეულში ორ სოფელს სახელი გადაერქვა

16

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტში ორ სოფელს სახელი ოფიციალურად გადაერქვა.

ამის შესახებ ინფორმაცია 27 ივლისს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხი განსახილველად მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ გამოიტანა და თქვა, რომ სახელების გადარქმევის პროცესი 2019 წელს დაიწყო მუნიციპალიტეტში, თუმცა მისი ასახვა საჯარო რეესტრში ახლახან მოხდა. საუბარია ორ სოფელზე. ბუდიანოვკას მეწამულა ეწოდა, ხოლო ულიანოვკა ვერხვიანით ჩანაცვლდა.

“საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად მუნიციპალიტეტში გეოგრაფიულ მდებარეობებს ეცვლებათ სახელები. აღნიშნული ცვლილება მოხდა 2019 წელს. ჩვენ ველოდებოდით საჯარო რეესტრში ასახულიყო ეს ცვლილება. კერძოდ, ყულარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბუდიანოვკას ეწოდა მეწამულა, ხოლო ახკერპის ადმინისტრაციულ ერთეულში ულიანოვკას ეწოდა ვერხვიანი. ჩვენ გვინდა მუნიციპალიტეტის დებყლებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა და გთხოვთ, უყაროთ კენჭი” – თქვა მამუკა შუბითიძემ.

ცვლილებას დეპუტატებმა დადებითად უყარეს კენჭი.

27 ივლისს საკრებულოს სხდომაზე სულ 8 საკითხი განიხილეს.

წყარო:რადიო მარნეული

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidə “BMW” markalı avtomobil kombaynla toqquşub
Öncəki yazı
საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი