17 სექტემბერს ქალაქ მარნეულში „მარნეულობა 2023“ იმართება.
აღსანიშნავია, რომ მასშტაბური ღონისძიება „მარნეულობა“ პირველად ტარდება და მარნეულის მუნიციპალიტეტის მრავალფეროვანი კულტურის, სხვადასხვა ეთნოსის ჰარმონიული თანაცხოვრების წარმოჩენას ემსახურება.
ღონისძიების ადგილი: ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერი
პროგრამის დასაწყისი: 13:00 საათი
• 13:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
• 14:00 – მუზეუმი ღია ცის ქვეშ – მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული ქართული, აზერბაიჯანული, სომხური, ბერძნული კულინარიის დეგუსტაცია და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა;
• 14:00 – 15:00 საბავშვო გასართობი შოუ ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით;
• 14:30 – მასტერკლასები: ყურძნის დაწურვა საწნახელში, პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება;
🤼🏼♂️ დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა;
• 15:00 – კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, მოწვეული შემსრულებლები: აშუღი ნარგილე მეჰთიევა და მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმთან არსებული ანსამბლი „მეიდანი“.
👥️️ ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა;• 18:30 – 19:10 – მომღერალი ნინო ჩხეიძე;• 19:10 – 20:10 – ღამის შოუს ბენდი;• 20: 10 – ფეიერვერკი.
🚍 ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით მუნიციპალური ტრანსპორტი ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება!