This is a specific ad

მარნეულში მადად ჩობანოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

14

Another advertisement

დღეს მარნეულში მდებარე „აზერბაიჯანულ სახლში“, ცნობილი თურქოლოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მადად ჩობანოვის ხსოვნის საპატივსაცემო ღონისძიება გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ესეების კონკურსი სახელწოდებით „ჩვენი დედაენა ჩვენი არსებობაა“.

ღონისძიება “აზერბაიჯანული სახლის” დირექტორმა მეჰაბატ იმანოვმა გახსნა. სადაც მადად ჩობანოვის ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

მეჰაბატ იმანოვმა დამსწრე საზოგადოებას მოკლე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აზერბაიჯანული ენის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ სკოლებში აზერბაიჯანული ენის სწავლების შესახებ, ხაზი გაუსვა კონკურსის მნიშვნელობას აზერბაიჯანული ენისათვის და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მის განვითარებაში.

კონკურსის მთავარმა ორგანიზატორმა „მაარიფის“ სკოლის ხელმძღვანელმა ალადინ კარაბაგლიმ მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილე სკოლის ყველა მოსწავლეს და დირექციას და განაცხადა, რომ კონკურსი ტრადიციულ სტილში, იმტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს, ესეების კონკურსის მნიშვნელობაზე და თქვეს, რომ „მშობლიური ენა ჩვენი არსებობაა“, ამ გამოცდილების მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ დედაენა არის იდენტობა.

შემდეგ სიტყვა საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ხელმძღვანელს ჰუსეინ იუსუბოვს გადაეცა. თავის გამოსვლაში ჰუსეინ იუსუბოვმა ხაზი გაუსვა, რომ მშობლიური ენის შესწავლა თითოეული ახალგაზრდის მოვალეობაა, ხოლო მადად ჩობანოვმა, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის საპატიო წევრმა, ხაზი გაუსვა მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობას. ჰუსეინ იუსუბოვმა განაცხადა, რომ კონკურსს ჰყავს სამი გამარჯვებული, მაინც ყველა სტუდენტი, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მეტად მნიშვნელოვან კონკურსში, გამარჯვებულები არიან. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ჰუსეინ იუსუბოვმა ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა თავისი იდეები არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ – მწერალი ალი აბასი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის საპატიო წევრი, დამსახურებული მასწავლებელი გაზახ აბდულაევი, მასწავლებელი ფატმა ასლანი, სკოლის დირექტორი, გაზეთ „საქართველოს“ რეგიონული კორესპონდენტი ისლამ მამედოვი, მასწავლებელი აბაიათ გურბანოვა, მასწავლებელი სევდა შაჰვერდიევა, მასწავლებელი სევდა ალაკბაროვა და სხვა.

ღონისძიების დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებულების ვინაობა: პირველი ადგილი გოვჰარ ალიევამ დაიკავა, მეორე ადგილზე გულუ აშიროვა და საკინა გურბანოვა გავიდნენ, ხოლო მესამე ადგილი გულჯან მიქაილოვამ, ემილ ალიევმა და აისუნ ჰუსეინოვამ დაიკავეს. კონკურსის დანარჩენი მონაწილეები სხვადასხვა სახის, სიმბოლური საჩუქრებით  დაჯილდოვდნენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneuli Munisipalitetində təbii fəlakət nəticəsində ziyan dəymiş infrastrukturun bərpası işləri yekunlaşmaq üzrədir
Öncəki yazı
Parlament çoxluğu yeni qanunlar paketi təşəbbüsü ilə çıxış edir