Another advertisement
22 ივნისს, 12:00 საათზე, გაიმართება ხაიალა მუსტაფაევას ინდივიდუალური მხატვრული გამოფენა თემაზე „საქართველო ჩვენი სამშობლოა, ხოლო აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებია“.
გამოფენა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის კულტურის სახლში გაიმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქალ მხატვრებს, ასევე წვლილი შეიტანოს კაჩაგანის კულტურის სახლის აღორძინებაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი“ და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი „Dirçəliş” და საინფორმაციო პორტალი “QafqazTürk”-ის მხარდაჭერით იმართება.