This is a specific ad

მარნეულში ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება

54

Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, დიდ ეკრანზე 18, 22 და 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის, პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
18 ივნისს 17:00 საათზე, სკვერის მიმართულებით მოწყობა “ქომაგთა მსვლელობა”. ორგანიზატორი მარნეულის მერიაა, მსველობის მონაწილეები შეკრებას ქალაქ მარნეულში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტოიაზე დაიწყებენ, საიდანაც გამართავენ მსვლელობას, მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერის მიმართულებით.
რაც შეეხება 22 და 26 ივნისს მაყურებლები მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში შეიკრიბებიან. 22 ივნისს 15:00 საათზე, ხოლო 26 ივნისს 21:00 საათზე.
პირდაპირი ეთერის პარალელურად გულშემატკივრებისთვის მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეჯიბრებები, გათამაშდება საქართველოს ნაკრების ოფიციალური აქსესუარები და მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცეები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მაყურებელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს მობრძანდნენ და ერთად უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს!
Kateqoriya: İdman, Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
Marneulidə Avropa çempionatının canlı yayımı keçiriləcək
Öncəki yazı
რუსმა სამშვიდობოებმა აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვეს