Another advertisement
30 ნოემბერს მარნეულში, 08:00 საათიდან, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდი მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 20 დღით დაიკეტება.
ამ პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ შემდეგი ალტერნატიული მიმართულებებით: ნოე ჟორდანიას ქუჩა, რევაზ ლაღიძის ქუჩა და მერაბ კოსტავას ქუჩა.
დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდზე მოძრაობა 2023 წლის 20 დეკემბერს აღდგება.