Another advertisement
მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე მოზარდმა გოგონებმა სამი საშაურმე კაფე – “ოთოს შაურმა”, “ვიპ შაურმა” და “ალგეთის შაურმა”, დაარბიეს.
შემთხვევა 3 ოქტომბერს, გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.
მიღებული ინფორმაციით, მოზარდებმა საშაურმე კაფეებიდან ფული და მობილური ტელეფონი მოიპარეს, ასევე სასმელები დაღვარეს და კაფეებს მატერიალური ზიანი მიაყენეს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, აღნიშნულ ინციდენტში ოთხი 14-15 წლის გოგონა მონაწილეობდა, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ინციდენტში ჩართულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, რომელმაც არასრულწლოვნები უკვე დააკავა.