• 23 Fevral 2025 02:49

QafqazTürk

Gürcüstanda və dünyada baş verən ən son hadisələri bizdən xəbər alın

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ByNino Kervalishvili

Yan 30, 2025
Another advertisement
შეხვედრაზე მერმა ყურადღება წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ასევე პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვან დეტალებს.
სოფლის კრებები მარნეულის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 10 თებერვლიდან დაიწყება, სადაც მოსახლეობა განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
2025 წელს მარნეულისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 1 232 000 ლარი გამოიყო.
სამუშაო შეხვედრას მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მამუკა შუბითიძე ესწრებოდნენ.