მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესია აშენდება – ვრცლად

0

მარნეულის მუნიციპალიტეტში, წითელი ხიდის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის(ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით, მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში საფუძველი ჩაეყარა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობას.

წმინდანის სახელობის ტაძარი მრევლის შემოწირულობით აშენდება.

ტერიტორიის საზეიმო კურთხევას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, სასულიერო პირებთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან, რწმუნებულის პირველ მოადგილე- გიორგი შინჯიკაშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ზაურ დარგალთან, ალექსანდრე დალაქიშვილთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან დავით კარგარეთელთან, საკრებულოს დეპუტატებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მრევლთან ერთად დაესწრო.

ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო, როგორც ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი.

0
0
Sonrakı yazı
Saakaşvili məhkəmədə nə qədər arıqladığını nümayiş etdirdi 
Öncəki yazı
Marneuli bələdiyyəsində, Qırmızı Körpü ərazisində kilsə tikiləcək – ƏTRAFLI