Another advertisement
შეხვედრაზე განიხილეს 2024 წელს მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებული საკითხები და საერთაშორისო რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო და პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში 80-მდე მოქალაქე დასაქმდა.
აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.