Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერი კენან ომაროვი მარნეულში, სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სოფელ იმირში უკვე დასრულდა სასმელი წყლის 360 გრძივი მეტრი მილსადენის მონტაჟი და 13 სოფლის 1 800-მდე აბონენტს აღუდგა სასმელი წყლის მიწოდება.
ასევე, სოფელ კაჩაგანში დასრულების ეტაპზეა, წყლის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია. დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორი, მიმდინარეობს მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების და საყრდენი ბოძების მონტაჟი. აღნიშნული სასმელი წყლის სატუმბი სადგურით სასმელი წყლით მარაგდება 5 სოფლის 2800 აბონენტი.
სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი, მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საკრებულოს წევრები: ვასილ ხახულაშვილი, მახარატ ალახვერდიევი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.