Another advertisement
ფესტივალის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში ოთხი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ტრადიციული ჩინური სიჩუს კლასიკური სპექტაკლი „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს“, აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მალიქ მამადი, სომხეთის თოჯინების თეატრი, სპექტაკლით „პატარა უფლისწული“; სპექტაკლების სერია, დამოუკიდებელი პროექტით ფოთიდან, საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ნიკო ნიკოლაძე“ დასრულდა;
ამასთან შეგახსენებთ, რომ დღეს, 12:00 საათზე, მარნეულის კულტურის ცენტრში ამერიკელი მსახიობის, საერთაშორისო თეატრის რეჟისორის და პროფესორის, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფი სამსახიობო იმპროვიზაცია გაიმართება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იუნესკოს თეატრი, ეროვნული სასახლე, Silk Road Culture Hub, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და სხვა.