Another advertisement
საჯარო განხილვას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე უძღვებოდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განსახილველად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მონაწილეობით, მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, კობა ჩხიტუნიძემ წარადგინა.
განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, აპარატისა და მერიის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.