This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ამირან გიორგაძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გამართა

23

Another advertisement

საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველად 9 საკითხი იყო წარმოდგენილი.

დეპუტატებმა ცხრავე საკითხის განხილვას, მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების ანგარიშის მოსმენას, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას, ქალაქ მარნეულში, ლაღიძის ქუჩაზე შ.პ.ს. ,,რივერსაიდ მარნეულის” განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის მოწონებას და მოქალაქეთა დახმარების საკითხს სოციალური მიმართულებით კენჭი დადებითად უყარეს.

2023 წლის 17 ნოემბრის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტარიელ მამედოვი, მოადგილეები რიჩარდ გიგანი და როვშან ისკანდაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, აპარატის თანამშრომლები, ადგილობრივები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ქალაქი, რომელიც მზის სინათლეს 66 დღის განმავლობაში ვეღარ იხილავს – იქ აწი მხოლოდ 2024 წლის 23 იანვარს გათენდება
Öncəki yazı
რამდენიმე წუთი დაძაბულ მატჩამდე