მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსში “საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ევროპის საბჭოს გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც „მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისების შესახებ სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა ინფორმირებულობის კამპანია’’ ჩაატარა.

2

აღსანიშნავია, რომ კამპანია ინოვაციური ხასიათისაა და მის ფარგლებში შშმ პირების ინფორმირებულობა მუნიციპალური სოციალური სერვისების შესახებ, მათზე მორგებული ფორმით გაიმართა: ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა ბუკლეტები. ასევე, შეიქმნა საინფორმაციო ვიდეო-რგოლები სამ ენაზე ჟესტური ენის თარგმანით და სპეციალური ბუკლეტები ბრაილის შრიფტით.

კამპანიის ფარგლებში თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიზნობრივ ჯგუფებთან ჩატარდა შეხვედრები. გაიმართა, პროექტის პრეზენტაცია, დარიგდა ბეჭდური მასალა და ნაჩვენები იქნა საინფორმაციო ვიდეო რგოლი.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას, სხვადასხვა მუნიციპალური სერვისების შესახებ მეტ ინფორმირებულობას და შშმ პირების ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.

პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის საპროექტო სამუშაო ჯგუფმა დაწერა, რომლის შემადგენლობაში შედიან: მამუკა შუბითიძე, ნინო დეკანოიძე, ირინე მაჭარაშვილი, თამარ კიპაროიძე და დავით ჭიკაძე.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
კლუბ “არმაზის” ინიციატივით, რაგბიში, შიდა ამხანაგური შეხვედრები გაიმართა
Öncəki yazı
„ბავშვი კომაშია… ტყვიამ დააზიანა ტვინის უჯრედები“ – გუშინ დაჭრილი ბიჭის, სასწრაფოდ თურქეთში გადაყვანაა საჭირო