This is a specific ad

მარნეულის მერია რუსთაველის N3-ში ქარიშხლით დაზიანებულ სახურავს შეაკეთებს

17

Another advertisement

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 30 ივნისს ძლიერი სტიქიის შედეგად დაზიანებული კორპუსის სახურავის შესაკეთებლად გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.

„მიმდინარე წლის 30 ივნისს, მომხდარი სტიქიური მოვლენის (ძლიერი ნალექი და ქარიშხლის) შედეგად დაზიანდა ქალაქ მარნეულში რუსთაველის ქუჩა ქ. N3-ში , არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის/კორპუსის სახურავი. კერძოდ ძლიერმა ქარიშხალმა გამოიწვია სახურავის გადახურვის სრული ამორტიზირება, რაც თვალნათლივ ჩანს შემთხვევის ადგილზე არსებულ სიტუაციის დამდასტურებელ ფოტოსურათებში. როგორც ფოტომასალებიდან ჩანს ქარიშხლის შედეგად სახურავი გადახურვის მასალები უსწორმასწოროდაა მიმოფანტული მთელს პერიმეტრზე , რამაც სამომავლოდ შესაძლებელია სავალალო შედეგების დადგომის საფრთხე გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მყისიერად მოხდეს სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია“. – აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმებაში

Kateqoriya: Gündəm
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულელ წარმატებულ სპორტსმენს, მორაგბე რატი ზაზაძეს შეხვდა
Öncəki yazı
მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს გატაცების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული