მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბი: ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის!

10

16-18 ივნისს ბელაჩაურის მწვანე ცენტრში „მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბის“ მორიგი სამუშაო გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო კლუბის განვითარების სტრატეგიის, ხედვისა და შესაძლებლობების განხილვა, რაც დაეხმარება კლუბს გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებაში და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაში.

ასევე, გასვლითი შეხვედრის დროს „მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბის“ წევრებმა განიხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და გადაჭრის  გზები.

დისკუსიის დროს გაირკვა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის  გარემოს დაბინძურება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება და მუნიციპალიტეტში  ნარჩენების მართვის სუსტი პოლიტიკა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანის მიზნით, კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად  ღონისძიებები განახორციელონ და ადგილობირვი თემი ჩართონ ამ პროცესში.

მარნეულის გოგონების გაძლიერების კლუბი შეიქმნა  “კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. 

გოგონების გაძლიერების კლუბის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების, მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი გამოწვევების, კლიმატის ცვლილების, კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ და მათი ჩართულობის ხელშეწყობა, ადგილობრივ დონეზე, კლიმატის მიმართ მდგრადი და ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვასა და განხორციელებაში.

0
0
Sonrakı yazı
Marneulili Qızların Gücləndirilməsi Klubu: Gənclər sosial dəyişikliklər üçün!
Öncəki yazı
Sadaxlılı Xudiyeva Rəqsanənin sizin köməyinizə ehtiyacı var